loading

სამშენებლო სამუშაოების კონტროლი მშენებლობის პროცესში (Building control during construction)

სამშენებლო სამუშაოების კონტროლი მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში არსებული მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფას, რათა შემცირდეს რისკები დაკავშირებული შესაბამისობასთან, სამუშაოების ხელახლა დაწყებასთან და სამართალწარმოებასთან. მომხმარებელთა მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე (ხარისხის გეგმა, სამომხმარებლო მოთხოვნები, პროექტის აღწერა, დიზაინი და ნახაზები და ა.შ.), “ასაჩერტი” ამზადებს სრულად მორგებული საკონტროლო გეგმის სპეციფიკურ პროექტს, რომელიც ასახავს კონტროლის სახეობების მოცულობასა და სიხშირეს/პერიოდულობას. ასეთი კონტროლი ხორციელდება პროექტის დაწყებიდან სამუშაო პროგრამის დასრულებამდე.

“ასაჩერტის” ის კონტროლის პროცედურები ჩვეულებრივ მოიცავს:

• სამშენებლო მოედნის მომზადების აუდიტს;
• სამშენებლო სამუშაოების თითოეული სამშენებლო ფაზის კონტროლს (დასაწყისიდან სამუშაოების ბოლომდე);
• პროექტის დიზაინისა და საკონტრაქტო მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას;
• კოდებისა და სტანდარტების შესაბამისობის შემოწმებას;
• მასალების, მომწოდებლების სერტიფიცირებას და მონიტორინგს;
• შემომავალი მასალების ხარისხის კონტროლს;
• სამშენებლო მასალების ტესტირებას;
• არადესტრუქციულ ტესტირებას;
• სტრუქტურების და სუპერ-სტრუქტურების შემოწმებას;
• ელექტრო და კომუნალური სისტემის შემოწმებას და ტესტირებას;
• ტექნოლოგიური დანადგარების ფუნქციონირების შემოწმებას.

სპეციფიური ტესტები ჩატარდება კვალიფიციური ტესტირების ლაბორატორიებში, რათა შემოწმდეს სამშენებლო მასალების სიძლიერე, გამძლეობა და შესაბამისობა (აგრეგატები, ქანები, ბეტონი, აგურები, სამშენებლო ხსნარი, თაბაშირი, ფოლადი და პოლიმერები).

კლიენტები მიიღებენ შემდეგ სისტემატურ ანგარიშებს:

ინსპექტირების აუდიტის დასასრულს გაცემული სამშენებლო მოედნის ინსპექციის ანგარიშები (SIR), რომელთა ადრესატია სამშენებლო მოედნის ინჟინრები;
• შუალედური ინსპექტირების ანგარიში (IIR), რომელიც გაიცემა სამ/ოთხ დღეში და მტკიცებულებათა წარდგენა (სურათები, ტესტირების ანგარიშები და ა.შ.);
• ყოველი თვის ბოლოს გამოქვეყნებული ყოველთვიური ანგარიში (MR), რომელიც გაეგზავნება ინჟინერს ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს, წინა თვეში წამოჭრილი შეუსაბამობების ანალიზით (საკითხი გადაწყდა, მიმდინარეობს და ა.შ.)
• საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის (MIS) ანგარიში, რომელიც ყოველთვიურ ანგარიშთან ერთად მიეწოდება ხელმძღვანელობას.

პროექტის ბოლოს “ასაჩერტი” მომხმარებელს სთავაზობს:

• დასკვნითი ინსპექციის ანგარიშს, რომელიც ეფუძნება სათანადო აუდიტორულ შემოწმებას;
• ინსპექტირების სერტიფიკატს (თუ ინსპექტირების შედეგები დადებითია).

ბენეფიტები

“ასაჩერტის” ტექნიკური კონტროლი მომხმარებელს საშუალებას აძლევს:

• გაზარდოს საიმედოობისა და ბრენდის იმიჯის გაუმჯობესების ხარისხი;
• შეამციროს განმეორებითი სამუშაოების საჭიროების რისკი, შეუსაბამობების დაუყოვნებლივი იდენტიფიკაციით;
• შეამციროს შეფერხების რისკი, პროექტის დროული დასრულების გარანტიით;
• თავიდან აიცილოს სადავო ხარჯები სხვა მხარეებთან (კონტრაქტორები, დიზაინერები და სხვა);
• გააუმჯობესოს ხარისხის უზრუნველყოფა.