loading

აქტივების შეფასება (Assessment and estimates of assets)

კომპანიის (ან მისი ცალკეული ბიზნესის) ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრა, რომელიც განიხილება როგორც შემოსავალუნარიანი მატერიალური და არამატერიალური აქტივების ნაკრები, ძირითადად ეფუძნება საშუალოვადიან პერსპექტივაში კომპანიის საქმიანობის შესაბამის ბაზარზე მის წარსულ და მომავალ აქტივობებს. ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრა (რომელიც, ასევე გამოიყენება დროში ცვლილებების მონიტორინგისათვის) წარმოადგენს ტექნიკურ ბერკეტს ბიზნესის მიზნების მიღწევის გადამოწმებისათვის. აღნიშნული უზრუნველყოფს რეალური რისკების მენეჯმენტის გაუმჯობესებას და მიმდინარე და საგანგებო ადმინისტრაციული პროცედურების წარმატებულ მართვას. კომპანიის აქტივების ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრა ხშირად გულისხმობს ე.წ. “გამოყენების მიმდინარე ღირებულების” და “მიმდინარე საბაზრო ღირებულების” დადგენას.