loading

ჩვენს შესახებ

ასაჩერტის შესახებ

FC_cut

„ასაჩერტის“ განვითარება არ ეფუძნება მხოლოდ ბიუჯეტის რიცხობრივ მონაცემებს, მას ფესვები პერსონალის ზრდასა და გაუმჯობესებაში აქვს გადგმული. როდესაც თანხების დაბანდება რესურსებსა და განვითარებაში გადააჭარბებს ფიქსირებულ კაპიტალდაბანდებებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი აღარ არის მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობა და იგი აზროვნების საქმიანობა გახდა. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ არსებითი დამატებული ღირებულება და მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა თქვენს ბიზნესთან“.

ფაბრიციო კაპაჩოლი, გენერალური დირექტორი, ``ასაჩერტი``

ჯგუფი „ასაჩერტი“ (ASACERT) გთავაზობთ ინსპექტირების, სერტიფიცირებისა და შეფასების მომსახურებას, საერთაშორისო სტანდარტებთან ISO/IEC 17020 და ISO/IEC 17021 შესაბამისობაში, შემდეგი აკრედიტაციებით: ACCREDIA იტალიაში, UKAS დიდ ბრიტანეთში, DAC არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და GAC საქართველოში, ისევე როგორც ნოტიფიკაციით ევროკავშირში CE სამარკო ნიშნისათვის (CE 2021).

„ასაჩერტის“ პროფესიონალებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან განაწილებულნი, სპეციფიკური საექსპერტო გამოცდილება აქვთ ამ სექტორში, ექვემდებარებიან რა პერიოდულ შემოწმებებს იმ კუთხით, თუ რამდენად იმაღლებენ და იახლებენ უნარ-ჩვევებს უახლესი მეთოდოლოგიებითა და აუდიტირების ტექნიკით, წარმოებათა წესდებებში ცვლილებების გაცნობით და სერტიფიკაციის ახალ სქემათა შემოტანით, რათა უზრულველჰყონ საიმედო, მოწინავე ტექნიკური შემოწმებები. ჩვენი გამოცდილება, მოპოვებული სხვადასხვა სფეროებში, შესაძლებლობას გვაძლევს, შემოგთავაზოთ ერთის მხრივ დროული, სპეციალიზებული პასუხები, და მეორეს მხრივ – განვავითაროთ ხელმისაწვდომი მომსახურება.

ჩვენ გვსურს, ვიყოთ დამატებული ღირებულება ბიზნეს-საქმიანობის პროცესში, შევიტანთ რა წვლილს მის განვითარებასა და მისი მიზნების განხორციელებაში.

ჩვენ ვეხმარებით თქვენს თანამშრომლებს ჩვენი საექსპერტო გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, გადავცემთ რა მათ ჩვენს ცოდნას, რომელიც მოპოვებულია მოცემულ დარგში სწავლისა და შრომის წლების მანძილზე. ჩვენ მივისწრაფვით განუწყვეტელი გაუმჯობესებისკენ, ვთავაზობთ მათ, ვინც ჩვენთან მუშაობს, ხელშესახებ, კონკურენტულ უპირატესობას.

COMMITTEE FOR IMPARTIALITY

Within the Group is operating a Safeguarding Committee specifically established, involving all stakeholders in the certification world, including manufacturers, users, government ministries and other authoritative research organizations and associations of national importance, in order to always ensure full compliance with the criteria of uniformity and fairness of assessment and judgment.

ასაჩერტის პოლიტიკა

ასაჩერტის ბროშურის ჩამოტვირთვა


Brochure- Asacert-Georgian.pdf (6.2 Mb)