loading

ევროკავშირის CE მარკირება სამშენებლო პროდუქციისათვის და ბეტონის ქარხნის მზა პროდუქციის წარმოების კონტროლი (CE Marking)

,ასაჩერტი’’ მოქმედებს, როგორც ევროკომისიის მიერ ნოტიფიცირებული ორგანო (2021 წ.) სამშენებლო პროდუქციის რეგულირების (EU) No. 305/2011 (CPR) ნაწილში. ამ რეგულაციის მიხედვით, ,,ასაჩერტს’’ შეუძლია შეაფასოს აგრეგატების/დანადგარების, საგზაო სამშენებლო მასალებისა და ლითონკონსტრუქციების (EN 1090-1) შესაბამისობა წარმოების პროცესის კონტროლის ჰარმონიზებულ სტანდარტებთან, ატესტაციის 2+ სისტემის მიხედვით.

წარმოების პროცესის კონტროლისათვის, სერტიფიცირების პროცესში ჩართული საქმიანობა, ხორციელდება ჩვენი ინსპექტორების მიერ, უფლებამოსილი სამინისტროების მიერ დადგენილი პროცედურებისა და პროდუქტის ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისად.

დამოუკიდებელი მესამე მხარის- სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ,,ბეტონის ქარხნის წარმოების კონტროლის” სერტიფიკატი, აღიარებულია მთელ მსოფლიოში, როგორც მშენებლობის ხარისხის გარანტია.

,,ასაჩერტს’’ აქვს უფლებამოსილება გასცეს FPC სერტიფიკატი მზა ბეტონის ქარხნის ნაწარმზე. სერტიფიცირების პროცედურა ტარდება ,,ასაჩერტის’’ ინსპექტორების მიერ, საერთაშორისო რეგულირებისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, საერთაშორისო ,,მზა ბეტორნის ნაწარმის’’ გაიდლაინებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.